logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ ვმალავთ, პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან ვიკავებთ თავს
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ ვმალავთ, პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან ვიკავებთ თავს
12:42 25.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი. სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი." სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი.

"რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს.

შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო" - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა