logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ გომელაური: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა
ვახტანგ გომელაური: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა
21:29 22.10.2020
მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით. არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი გაგვეგზავნა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს თავდამსხმელის დასაკავებლად, თუმცა რთული იყო და ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ გაწირავდნენ.

„რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც შენ გინდა. ამაზე რა თქმა უნდა, უარი გვითხრა. თავიდან უარს აცხადებდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით. არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი გაგვეგზავნა. ეს ადამიანი ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. არავინ იცოდა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო და რა თქმა უნდა, ბატონი ავთოსთვის იყო ძალიან მძიმე. რთულია, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი. წარბი არ შეუხრია და მადლობა მინდა ვუთხრა.
რაც მოხდა, კი იცით. თავიდან სთხოვა, მარტო ეს გაყოლოდა, თუმცა მან უარი უთხრა, მარტო შენთან ერთად არ წამოვალო და მძევლებიც წაიყვანა, 3 ადამიანი, რომლებიც რამდენიმე საათი მანქანით მოძრაობდნენ იმისთვის, რომ მიმალულიყო. ეს ადამიანი გადავიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანი სიცოცხლეს. გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა