logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა
საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა
18:17 16.10.2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2020 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულის კ.რ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ძებნილი კ.რ. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა 2020 წლის 21 მარტს დააკავეს და იგი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იქნა აყვანილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურა კ.რ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ამჟამად მსჯავრდებულ პირებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს, და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა.

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან - ნ.მ.-სგან და ფ.მ.-სგან გამოსასყიდის სახის 75 000 აშშ დოლარის მიღების შემდგომ, იმავე წლის 28 იანვარს გაათავისუფლეს.

მოგვიანებით დაზარალებულისთვის და მისი მშობლებისთვის გამტაცებლების ვინაობა ცნობილი გახდა, რაც თავის მხრივ ასევე ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის. იმის შიშით, რომ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების საფრთხე რეალური იყო ამჟამად მსჯავრდებულები ვ.გ., კ.რ., მ.მ., გ.ქ., გ.ო.,და რ.დ.1994 წლის 19 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს და მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით კ.რ. სხვა დამნაშავე პირებთან ერთად ცნობილია დამნაშავედ და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1994 წელს მოქმედი რედაქციით) 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ყაჩაღობისთვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.

სასამართლოს განაჩენით კ.რ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კ.რ. საფრანგეთიდან ეტაპირებული იქნა საქართველოში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა