logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური ალექსანდრე კობაიძეს პასუხობს
პენიტენციური სამსახური ალექსანდრე კობაიძეს პასუხობს
18:25 08.10.2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ალექსანდრე კობაიძეს განცხადებით პასუხობს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„ 2020 წლის 8 ოქტომბერს ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის დედას N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია სამსახურის დატოვებას აიძულებს.
"დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ",- წერს კობაიძე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ალექსანდრე კობაიძის დედას, თ.მ.-ს არავინ აიძულებს სამსახურიდან წასვლას. მას მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შესთავაზეს, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან განაცხადა უარი. კერძოდ, თ.მ. 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე, საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა; ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ., თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებსაც პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვთ (დაწესებულებების კანცელარიის, ბუღალტერიის თანამშრომლები და ა.შ.), დაწესებულებების პერიმეტრის გარეთ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სამუშაო სივრცეში ასრულებენ სამუშაოს და დადიან მორიგეობით. სამსახურში მყოფი თანამშრომლები ასრულებენ იმათ უფლება-მოვალეობებს, ვინც იმ მომენტისთვის სამსახურში არ იმყოფება. ამ პრინციპიდან გამომდინარე და იმ მიზეზით, რომ თ.მ.-ს არ აქვს კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები (მუშაობდა მხოლოდ მატერიალური სახით დოკუმენტებთან), შესაბამისად, ვერ შეასრულებდა სამუშაოს დისტანციურად, იგი მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან სამსახურში არ გამოცხადებულა. ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, ქალბატონ თ.-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია. ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ, განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა