logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც დაცული და პატივცემულია
თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც დაცული და პატივცემულია
11:42 30.09.2020
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

„დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა
მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი.

„ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა