logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდე კობაიძეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდე კობაიძეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
20:10 17.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატ ალექსანდე კობაიძის მიერ გავრცელებულ, მათივე შეფასებით ყალბ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება.

სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული (ორმა მათგანმა შიმშილობა 14 სექტემბერს, ორმა - 15 სექტემბერს, ხოლო ერთმა - 16 სექტემბერს გამოაცხადა) და ერთი ბრალდებული (რომელმაც შიმშილობა 16 სექტემბერს გამოაცხადა) შიმშილობს. ხუთივე მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზეზი არის მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ხოლო ბრალდებულის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზი არის სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნის სურვილი და, ბრალდებულის თქმით, მისი დაკავების უკანონობა.

აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს" - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა