სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა
მუდმივმოქმედმა კომისიამ 108 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი.
მათივე ცნობით, საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს ექცევა.
კომისიის შემადგენლობაში შედიან - სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
5 წევრიანი კომისია პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტს.
პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება.

















