იტალიელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ბარიში მაღაზიის ძარცვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულმა მძარცველმა ტექნიკის მაღაზიიდან 600 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარა და მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ დაკავებულისგან, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ნაძარცვი ამოიღო.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

















