logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ
22:15 02.09.2020
„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, - აცხადებს POST-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი.

„სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ. კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს [ბაჩალიაშვილის დედა] მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით - მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ბოლო დასკვნა დამიდეო. სამაგიეროდ ხომ გაპაზორდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ოჯახი პლაკატებით დარბის. ყველას გააგებინა, არავინ არ მივიდა 4 მეზობლის გარდა“ - ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, გამოძიებას ენდობა და ისინი ყველაფერს ზუსტად აკეთებენ.

იგი იხსენებს, რომ გასვენების დღეს შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძის შვილი მივიდნენ.

„ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა. მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ“,- ყვება რიტა ზურაბაშვილი და აცხადებს, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.

„კომენდანტიც კი ნაცები ჰყავთ. კარის მეზობელია თან. იქ რომ ვიყავი, არცერთი არ შემოდიოდა ოთახში, არცერთი ჟურნალისტი. 2 ღამე ვუთიე ბავშვს, 2 დღე და ღამე არ დამიძინია, რომ გამოვედი ეგენი არ შემოდიოდნენ, მერე უცბად გამოვარდა, მე მწამს მარტო ამათიო, აქ არ დაგინახო მოსულიო, გამოვედი და გამოვერიდე. ავუხსენი ჩემს დისშვილს ამის [თამარის] სული ითხოვს სიმშვიდეს. მომწერა შენ ხარ იუდაო. ალბათ ადვოკატი ეუბნება, რომ დეიდაშენს უთხარი თუ ადვილია თვითმკვლელობა თვითონ რატომ არ იკლავს თავსო?!“ - ამბობს რიტა ზურაბაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა