logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა
თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა
21:55 02.09.2020
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას რიტა ზურაბაშვილს 23 წლის პროგრამისტის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილიშვილს ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი თავის უფროსზე ცალმხრივად იყო შეყვარებული.

„ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი [მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი] პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა. მაგას ისანზეც აქვს ბინა, სამგან თუ ოთხგან აქვს. კარგახანია ეგენი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თამუნა სახლიდან დისტანციურად მუშაობდა. ძმა არქიტექტურულზე სწავლობს და მამამ თავისთან გადაიყვანა. გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი“, - აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამუნამ დედის მიერ პატრულის გამოძახება გააუქმა და უთხრა, რომ შეეშალათ.

„ძალიან ახლო მეზობლებისგან ვიცი, 10 დღის განმავლობაში სულ კამათობდნენო. ამ დროს თამუნა ხო შეყვარებულია, ვერ ნახულობს თავის უფროსს, ამდგარა და მიუწერია, ნიკაო, მე მივდივარ სამსახურიდანო. იფიქრა, ნიკა თუ ჩემზე რაღაცას ფიქრობს, ან სიმპატიები აქვს, ხომ შემეხვეწება რატომ მიდიხარო. ნიკას მიუწერია თამუნასთვის, ეგრე არ ხდება, ორშაბათს მოდი, ხელი მოაწერე, ლეპტოპი ჩაგვაბარე და შენი ნივთები წაიღეო. ამან ადგა და შაბათს თავი მოიკლა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. ჩემი გაზრდილი ბავშვია. ოჯახური სიტუაცია არეული, ვერავის ვერაფერს უყვება, ბებო აქ არ ჰყავს, ვისთანაც მოვიდოდა და აი, ეს გააკეთა. რატომ დადიოდა ასე სოფელ-სოფელ? რატომ წავიდა? მამამისისთვის ისიც უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო. აი, მაშინ ჩხუბის დროს", - ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

რიტა ზურაბაშვილის თქმით, ოჯახურ კონფლიქტს თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამა მალავს.

„რატომ არ აწვება ის ადვოკატი ან დედას ან მამას, როცა გამოკითხვები ჰქონდა და უთხრეს, რომ ამათ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ. რატომ არ ეკითხება რა მოხდა?! რატომ ატეხა დედამ დღის 12 საათზე შვილის ძებნა? როცა შენი შვილი სტუდენტია, დამოუკიდებელია, მუშაობს და კონფერენციიდან მოვიდა. პირველის 10 წუთი, სახლში არ დახვდა თამუნა და იმ წუთიდან დაიწყო სად წავიდა, რატო წავიდა, როგორ წავიდა. ლეპტოპი სადაც მიდიოდა, თან დაჰქონდა. დატოვებული სახლში ყველაფერი. ფლეშკა გამოძრობილი. ახლა რომ იძახიან ფლეშკა რა უყოო. გამოაძრო და გადააგდო. ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, ამ სცენარს თვითონვე იდგამდა თავისთვის. ის წამლებიც... ხომ დაუდგინდა, წამლები დალეული აქვს. არაო ვიღაც დაალევინებდაო, ვინ დაალევინა ის მესამე პირი ვინაა?“, - ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

მისივე თქმით, თავისი დისშვილი, თეონა თამაზაშვილი რობოტადაა ქცეული.

„ჩემი მეორე და თურმე საჭმელს აკეთებდა, ეს ადვოკატი რომ მისულა. თეონასთვის უთქვამს, არავის გაკეთებული საჭმელი არ ჭამო, შეიძლება მოგწამლონო. რატომ უნდა მოეწამლა მაგალითად, დეიდას დისშვილი?! გეკითხებით, რა უნდა დაელევინებინა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემმა დამ რომ გააკეთა საჭმელი, თეონამ არ ჭამა", - იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ბავშვობაში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რადგან მშობლებმა იჩხუბეს, დედამ მამის წინააღმდეგ წერილი დააწერინა და ძლიან განიცადა.

„მე ვამბობ, რომ ბავშვი თვითმკვლელობას ჩაიდენდა. ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, ოჯახშიც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მერე ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია. არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. აქ ვიწროდ ცხოვრობენ, ოთახნახევრიანში, მამას 5 დეკემბერზე ბინა აქვს უცხოელებზე გაქირავებული, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. დისტანციურად სახლიდან მუშაობდა. ეტყობა ამ შეყვარებულს ვერ ხედავდა. ამით დაიძაბა. ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, მოვილაპარაკეთ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდი-მეთქი. კარგი აზრიაო. მე ინტერნეტი არა მაქვს სახლში, პენსიონერი ვარ, ვერ ვიხდი. ვიცოდი, რომ კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში უნდოდა სწავლა აუცილებლად და კაპიკ-კაპიკ აგროვებდა“, - იხსენებს რიტა ზურაბაშვილი.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობებს, ბებია ამბობს, რომ თამარს ვიდრე მისი უფროსი შეუყვარდებოდა, ჰყავდა შეყვარებული, თანაკურსელი - თემურ ჭანუყვაძე, რომელსაც დაშორდა.

„თანაკურსელი იყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ. საფრანგეთში გაცვლით პროგრამით რომ მიდიოდა, იმ ბიჭმა ჩააკითხა. ჩამოვიდა თუ არა, ისევ წავიდა საფრანგეთში. ამ ბიჭს უთქვამს, ან მე ამირჩიე, ან საფრანგეთიო. ამას უთქვამს, მე მივდივარ საფრანგეთშიო. რომ ვუთხარი, რატომ გააკეთე ასე-მეთქი, ბებო, თუ ვუყვარდი, არჩევანის წინაშე არ დამაყენებდაო. მეორედაც რომ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რაღაცნაირად იყო. ბებო-მეთქი შეყვარებული ხომ არ ხარ თქო - როგორც კი ვიქნები პირველი შენ გეტყვიო. მერე უცებ მობრუნდა და მითხრა - მე ჩემი ბიუროს უფროსი მომწონს, 33 წლის არისო", - ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა