logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ?!
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ?!
21:42 02.09.2020
„ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ’’?! - ამ კითხვაზე პასუხს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი იმ მედიასაშუალებებისგან ითხოვს, რომელთა ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში სამი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. როგორც POSTV-ის ზურაბაშვილმა განუცხადა, ოჯახს ამის თქმას აიძულებენ.

''უკვე გამოვრთე ტელეფონი, აღარ მინდა, ტელეფონში ვკითხულობ, რომ სამმა მაღალჩინოსანმა მოკლა ჩემი შვილი და მთელი მსოფლიოს დედებო გავერთიანდეთო. ვინაა, ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ? თქვან, რომ ეს არის მაღალჩინოსანი, ვიზეც ბავშვი მუშაობდა“ - აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია. მისი თქმით, მასთან გამოკითხვაზე არავინ მისულა, მათ შორის არც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, გაიგეს ჩემი მდგომარეობა, მე სად ვიყავი, როგორ ვიყავი, მომაწერინეს ხელი. ადვოკატი რატომ არ ინტერესდება, ვინაა რიტა, რომელთანაც ეს ბავშვები სულ დროს ატარებდნენ. აი, უბრალოდ მაინც არ აინტერესებს? გაუჩინარების დღესაც აქ იყო. ტერიტორიაზე იარაო, მილიციას ეძებდაო, დოკუმენტაცია უნდა მიეტანაო, მილიციას ვერ იპოვიდა ბავშვი?! აქ ნათესავს უცხოვრიაო, ბებიასო და ვერ მივაგენითო. ვერ მიაგნეს, აი აქედან აქ რომ ეკითხათ?“ - აღნიშნავს რიტა ზურაბაშვილი.

მისივე თქმით, ადვოკატი მხოლოდ გასვენების დღეს დაინახა.

„ადვოკატი მოვიდაო და უბრალოდ ვიზუალურად დავინახე, გადავირიე, თეონა, ეს საიდან მეთქი, დიახაცო, თვითონ მისულა ეს ადვოკატი, უთქვამს, მე მოვალო, თქვენი ტოლა შვილი მყავსო და უფასოდ მოგემსახურებითო, ახლანდელი ადვოკატები რომლებია, უფასოდ რომ გემსახურებიან? რატომ არ დაინტერესდი, რატომ უნდა მემსახურო მე უფასოდ? რატომ არ მოდის ახლა? ერთ დღესაც მოდის რამიშვილი, შემოვედი, აბა რას გვეტყვით ბატონო ადვოკატო მეთქი? დაავლო თავის ჩანთას ხელი და წავიდა. მამისთვის უთქვამს, როცა ეგ ქალბატონი იქნება, არაფერს ვიტყვიო და არ მკითხოთო. გასვენების დღეებში მე რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა. მე ვუთხარი, გვარამია რომ მომიყვანეს, მეზობლად ქალბატონი მყავს და ვითომ იმასთან დაქალობს, იმან იცი რა მითხრა, ქალბატონო რიტა, რატომ ნერვიულობთ? მე ოჯახის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, ოჯახი მეუბნება და ვაკეთებო“ - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დედა იმ დღეებში გათიშული იყო, სასწრაფო თიშავდა, რადგან არაადეკვატურად იქცეოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა