logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
18:53 20.08.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვან ბრალდებულებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ტელევიზორები დასჯის მიზნით ჩამოართვა იმის გამო, რომ მათ შიმშილობა გამოაცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს სიცრუეა.

"აღსანიშნავია, რომ მოცემულ პირთაგან (რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, სხვადასხვა საკანში არიან განთავსებულები) ტელევიზორი არც ერთს ჰქონია. ტელევიზორები იყო მათი თანამესაკნეების საკუთრება და მას შემდეგ, რაც ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა მათი განცალკევება სხვა პატიმრებისგან, ვინაიდან მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ. რაც შეეხებათ ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს, მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით. ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისათვის.

ინფორმაციისთვის, ორმა ბრალდებულმა - ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. ლ.შ.-ს მოთხოვნაა, რომ მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე. ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც.

2020 წლის 20 აგვისტოს სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ა.ქ.-მ, რომელიც ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს"-აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა