თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
„ქართული ოცნების“ იურისტის ზურაბ მარაქველიძის თქმით, საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილებას, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
„ამ დადგენილებით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში რეგისტრაციისთვის ექმნებათ დამატებითი ბარიერები, რასაც ჩვენ ვასაჩივრებდით, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ“ - აღნიშნა მარაქველიძემ.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება.

















