logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა
საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა
12:43 12.09.2012
მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო განაცხადი (საჩივარი) საქართველოს მთავრობის მიმართ რეგისტრაციაში გაატარა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნილი, ამის შესახებ მის სამართლებრივ მრჩევლებს ცენტრის გენერალურმა მდივანმა აცნობა.

სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოწესრიგების შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის თანახმად, რომლის წევრიც არის საქართველოს სახელმწიფო, ცენტრი იხილავს დავას უცხოელ ინვესტორსა და მასპინძელ სახელმწიფოს შორის.

ივანიშვილის პრესსამსახურის განმარტებით, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის კანონიერი უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, განხორციელდა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ - მას შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ეს უკანასკნელი საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქე იყო.

„საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის პროტესტი, რომლითაც საქართველოს მთავრობა საჩივრის რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ არ უნდა მიჩნეულიყო. ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ “მე ვარ საქართველოს მოქალაქე“ - აღნიშნულია ივანიშვილის გვერდზე.

ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის პროტესტი არ იქნა გაზიარებული და საჩივარი რეგისტრირებულ იქნა.

საჩივრის რეგისრაციის შემდგომი ეტაპი საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნაა, რომლის ფორმირების შემდეგაც საქმის განხილვა დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა