logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს
09:05 28.07.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების - დ.ქ.-ს და ი.გ.-ს, ასევე მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის - ლ. ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე პირი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა და გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.

2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯ.შ.-ს, ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები. ჯ.შ.-მ ღონისძიების დაწყებამდე, ბადრი პატარკაციშვილის კომენდანტი გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის, რის შემდეგაც ჯ.შ.-ს დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა ჯ.შ.-ს განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.

გეგმის რეალიზაციის მიზნით, დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა - ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონის და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება და ფაქტის ჩადენაში,ასევე სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ურეკის პოლიციის უფროსი ჯ.შ. და თ.წ. ამხილა.

გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, ჯ.შ. დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ ი.გ.-მ და დ.ქ.-მ დაკავებისთანავე აღიარეს ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს თანამონაწილეები, ასევე, დაზარალებულმა განაცხადა თანხმობა მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ი.გ.-ს და დ.ქ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრი.

ლ.ქ. სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება გ.დ.-ს, მისი დაკავება ნიდერლანდების სამეფოში მოხდა, რის შემდეგაც განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ს მიმართ დევნის დასაწყებად, ტარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა