logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს
16:35 11.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას სასწავლებლებში პოლიტიკური ნიშნით პროფესორ–მსასწავლებელთა გათავისუფლების პროცესის შეაჩერების მოთხოვნით მიმართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნიათ, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ გადამჭერელი ზომები უნდა მიიღოს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ნიშნით აკადემიური თანამდებობის პირთა და პროფესორ–მსასწავლებელთა გათავისუფლების პროცესი შეაჩეროს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური გათავისუფლებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლის დროსაც სისტემის მსხვერპლნი გახდნენ აკაკი ცომაია, მაია გონაშვილი, გიორგი მიქანაძე და მათთან ერთად კიდევ 22 ლექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადური, დავით ნარმანია, ხათუნა ჩარკვიანი, გურამ მეტეხელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან - ლალი მოროშკინა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კი - ათი ლექტორი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაუსაბუთებელს ვუწოდებთ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის განმარტებებს, თითქოსდა, გათავისუფლებულმა ლექტორებმა აკადემიური თანამდებობებისთვის გამოცხადებული კონკურსი ვერ გადალახეს. აღნიშნული განცხადება მოცემული ლექტორების შეურაცხყოფა, უპატივცემულობაა და ემსახურება ერთადერთ მიზანს – დაიფაროს პოლიტიკური გათავისუფლებების რეალური საფუძვლები“- აცხადებენ „ახლგაზრდა ადვოკატები“.

ორგანიზაცია მოუწოდებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება საზოგადოებაში სასწავლებლების მიმართ ნდობის დაბრუნების მიმართულებით და თანამდებობებზე დააბრუნონ ყველა გათავისუფლებული ლექტორი. უნივერსიტეტებმა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება და ყველა დათხოვნილ პროფესორთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკურსს გარეშე მიწვეულ ლექტორებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ უმაღლესი სასწავლებლის ყველა დაზარალებულ პირს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სასწავლებლებიდან გაათავისუფლეს, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ სასამართლოს მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. დავას მართლმსაჯულების ორგანოში აქვს პრინციპული მნიშვნელობა“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა