logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ საგამოძიებო სტრუქტურებს სწრაფი, ეფექტური გამოძიების წარმართვისა და მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირებისკენ მოუწოდა
გიორგი გახარიამ საგამოძიებო სტრუქტურებს სწრაფი, ეფექტური გამოძიების წარმართვისა და მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირებისკენ მოუწოდა
11:40 23.07.2020
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.

"აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.
რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს.


"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა