"აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან
მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორჯერ-სამჯერ ტიროდა კიდეც", - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

















