"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე - არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა
ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა და დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ჩაერიოს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.

















