ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების საქმეზე ორმა ბრალდებულმა სუს-ის ყოფილმა
ტანამშრომლებმა - დავით ქოქიაშვილმა და ილია გამგებელმა წარდგენილი ბრალი აღიარეს.
ქოქიაშვილმა გაიხსენა, რომ ჯემალ შამათავას დაკავება ნამდვილად იგეგმებოდა, ხოლო ილია გამგებელმა დაადასტურა, რომ ლევან ქარდავასგან, ტელეფონით შამათავას დაკავების დავალება მიიღო.

















