სურამში ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამ დროისთვის,
დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

















