logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
18:21 04.07.2020
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) დადასტურებულია გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების და გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა