გორში 50 წელს მიღწეული მამაკაცი სასიკვდილოდ, დანით, დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას
ჭრილობა საკუთარმა მდგმურმა მიაყენა. მდგმურიც და ოჯახის წევრებიც ერთ სახლში ცხოვრობდნენ.
დამნაშავე, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

















