"დაკითხული ვარ მოწმის სახით, დამიდასტურეს, რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის
მომზადებას ეხება საქმე. საქმე ეხებოდა, როგორც ვვარაუდობდი, ეპიზოდს ჩემი და უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიმოწერას. მიმოწერაში საუბარია ქართულ-უკრაინულ ახალ მედია პროექტთან დაკავშირებით. დეინეკა აცხადებს, რომ ეს იყო გიორგი გაბუნიას პოლიტიკურ ლიდერად ქცევის პროცესი. როგორც მითხრეს, დეინეკა ჯერ დაკითხული არ არის, რადგან არაა საჰაერო მიმოსვლა და კომუნიკაცია გართულებულია”, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებას მისი უკრაინელი ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ ჰქონდა კითხვები.

















