logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვისა და მიწის ნაკვეთების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვისა და მიწის ნაკვეთების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
14:22 22.06.2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.

საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2008 წელს სიმონ გუნცაძემ, შპს "იმერეთი X1"-გან შეიძინა ქ.თბილისში მდებარე 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რაზეც შედგა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შპს "იმერეთი X1"-ის კუთვნილი სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა და აღნიშნული ქონების სახელმწიფოსათვის დათმობის მიზნით მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო. მათი სისტემატური დაბარებით, მიწის ნაკვეთების დათმობის კატეგორიული მოთხოვნითა და უარის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემებზე მინიშნებით, საბოლოოდ მიღწეული იქნა მიზანი და განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობა.

განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს "იმერეთი X1"-ის პარტნიორებმა და სიმონ გუნცაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს საერთო ჯამში 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საიდანაც შპს "იმერეთი X1"-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 474 კვ/მ-ს, ხოლო სიმონ გუნცაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი 526 კვ/მ-ს.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის, ნოდარ ამბარდანოვისა და შოთა კაკაურიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

2011 წლის 31 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ნოდარ ამბარდანოვი. 2011 წლის 22 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლომ ნოდარ ამბარდანოვის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმების შედგენა. დადგენილი და დაკითხულნი იქნენ დაკავების უშუალო შემსწრე პირები, რომელთა ჩვენებებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა ნოდარ ამბარდანოვის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი.

რაც შეეხება შოთა კაკაურიძეს, იგი გასამართლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლოში მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მიესაჯა პირობითი სასჯელი 5 წლის ვადით და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

შოთა კაკაურიძე გასამართლებული იქნა სს "ტრანსის" ერთ-ერთი აქციონერის კუთვნილი 53,05%-იანი წილის, დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების გზით, თაღლითურად მისაკუთრებისთვის.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის დანიშნული და მიღებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტი.

საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 83 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 358 პირი, რომელთაგან 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,100,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა