logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას
თავდაცვის სამინისტრო: ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას
11:44 17.06.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა. „მთავარი არხი“ არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სიცრუის კამპანიის ტირაჟირებას და ცდილობს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებაში სრულიად ბინძური ნარატივის ჩამოყალიბება, თითქოსდა, შესყიდვები თავდაცვის სამინისტროში, ემსახურება პარტიულ ინტერესებს. აღნიშნული კამპანია არის მცდელობა დააზიანოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, როგორც უმაღლესი ნდობის მქონე ინსტიტუტი და ჩრდილი მიაყენოს უწყებაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის მიერ ამჯერად ცრუ ინფორმაციები გავრცელდა პურ-პროდუქტებთან დაკავშირებული, კონსოლიდირებული, ტენდერის შედეგებთან და სამხედროებისათვის პირბადეების შეძენასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პურ-პროდუქტებთან დაკავშირებულ ღია, ელექტრონულ, კონსოლიდირებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტრო გამარჯვებულს ვერ განსაზღვრავს და მის მიმდინარეობაში ვერც ჩაერევა. ამიტომ, ნებისმიერი ბრალდება ამ მიმართულებით, არის ტყუილი. ასევე, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო და ამორალური ცილისწამებაა, კომპანია „ილი“-ს დაკავშირება თავდაცვის მინისტრთან, ვინაიდან მინისტრი არათუ რაიმე ფორმით დაკავშირებული არ არის ხსენებულ კომპანიასთან და მის დამფუნძებლებთან, არამედ აღნიშნული კომპანიის არსებობის შესახებ, სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანიების, მთავარის და ტვ პირველის სიუჟეტებიდან შეიტყო.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ყველა სამხედრო ნაწილი აღჭურვოს სპეციალური დანადგარებით და ადგილზე მოხდეს პურ-პროდუქტების წარმოება. რაც შეეხება გადაუდებელი წესით პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირბადეების შესყიდვას, ბაზრის კვლევის პროცესში განხორციელდა მიმწოდებლებისგან მიღებული სხვადასხვა წინადადებებიდან ყველაზე დაბალი ფასის პრეტენდენტის შერჩევა. კერძოდ, 1 ცალი 0.75 ლარი. აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პირობას და არ არსებობდა არავითარი საფუძველი, არ გაფორმებულიყო უწყებასთან ასეთი შეღავათიანი კონტრაქტი. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მხოლოდ მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება. თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული მედია საშუალებების ტყუილში მხილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა