logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
21:05 08.06.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

"ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ჩვენი ლეგიტიმური მიზანი მდგომარეობს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაში. ამიტომ, მას შემდგომ, რაც გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ვალდებული ვართ მოვახდინოთ საკანონმდებლო რეგულაციების ადაპტირება. აღარ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, აღარ არის მასშტაბური უფლებრივი შეზღუდვები, ამიტომ საჭიროა პანდემიასთან ფეხდაფეხ ეფექტიანი ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც დეტალურად იქნება განსაზღვრული კოდექსში და ასევე, იქნება განჭვრეტადი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება. ერთადერთი ამოცანა, რომელიც მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებას" აკისრია არის პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფა და საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ეს არის სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულება", - განაცხადა კანონპროექტების წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ფრთხილად და დეტალურად გაიწერება რეგულაციები, რომ ეს არ იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეეხება პირბადის ღია სივრცეში ტარების სავალდებულობას.

კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და თუ პირი არ დაიცავს ამ წესს, ის დაჯარიმდება 50 ლარით.

თუმცა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ჯარიმის 20 ლარამდე შემცირების თაობაზე.

მისივე თქმით, კანონპროექტით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროპოლიტენით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად კანონპროექტით გათვალისწინებული 50 ლარისა.

ასევე, ტაქსით ( M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებების თანახმად, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიული პირის - 10 000 ლარით. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა