სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 6 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონში მცხოვრები ედემ კვარაცხელია დააკავეს.
შსს-ს განცხადების თანახმად, კვარაცხელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფელ ნაფიჩხოლოში იმყოფებოდა, რომელსაც „სამეგრელოს მედია ორგანიზაციის“ ჟურნალისტები აშუქებდნენ.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ედემ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეოკამერა დაუზიანა.
კვარაცხელიას ბრალი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) წაუყენეს. სასამართლომ მას 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

















