logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 შეერთებული შტატები გაწეული დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის
შეერთებული შტატები გაწეული დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის
10:39 05.06.2020

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას

გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე - https://www.justice.gov/opa/pr/justice-department-seeks-forfeiture-more-20-million-assets-relating-unlawful-use-us-financial

საქმე ეხება  ამერიკის შეერთებული შტატების ალიასკის საოლქო სასამართლოში  3 ივნისს შეტანილ  სარჩელს ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური ქონება შესაძლოა, ექვემდებარებოდეს ჩამორთმევას  საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური ღონისძიებების აქტისა და ფულის გათეთრების შესახებ ფედერალური კანონების დარღვევის გამო. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური განყოფილების გენერალური პროკურორის თანაშემწემ ბრაიან. ა. ბენჩკოვსკიმ, აშშ-ის ალიასკის საოლქო პროკურორმა ბრაიან შროდერმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ანქორიჯის ოფისის უფროსმა სპეციალურმა აგენტმა რობერტ ვ. ბრიტმა და საერთაშორისო შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიების სიეტლის ოფისის სპეციალურმა აგენტმა ჯასტინ ჰ. კემპბელმა გააკეთეს.

ქონების სამოქალაქო წესით ჩამორთმევის შესახებ სარჩელის თანახმად, ადგილი ჰქონდა აშშ-ის მოქალაქე კენეტ ზონგისა და ირანის სამი მოქალაქის მიერ შესაძლო წინასწარ შეთანხმებას, რომ თავი აერიდებინათ საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური ღონისძიებების აქტისა და ირანული ტრანზაქციებისა და სანქციების რეგულაციების მიერ დაწესებული აკრძალვებისთვის ყალბი, ფიქტიური და თაღლითური ტრანზაქციების განხორციელების გზით, რომელთა მიზანი იყო  კორეულ საფინანსო დაწესებულებაში ირანულ საკუთრებაში არსებული დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის კონვერტაცია და გადატანა. ეს თანხა ინახებოდა კორეულ საბანკო ანგარიშებზე და აშშ-ის საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, მათი კონვერტაცია მოხდა ვაჭრობისთვის უფრო მარტივ ვალუტაში, როგორიცაა აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ მოხდა მათი გათეთრება ფიქტიური კომპანიის საბანკო ანგარიშების გამოყენებით სხვადასხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ, რომელთა შორისაა აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და კორეა.

2011 და 2012 წელს, ზონგის თანამზრახველებმა სცადეს, საქართველოში, თბილისში შეეძინათ სასტუმრო დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყენებით, რომლის კავშირიც იკვეთებოდა ამ თაღლითურ სქემასთან. ჩამორთმევის შესახებ სარჩელი ამ თანხიდან და ტრანზაქციის მცდელობიდან მიღებულ ქონებას ეხება.

საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო და საერთაშორისო შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიების ოფისი იძიებს. საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ კრიმინალური განყოფილების ფულის გათეთრებისა და ქონების ამოღების განყოფილების უფროსის მოადგილე ვუ ს. ლი, ამავე განყოფილების უფროსი პროკურორი მაიკლ ოლმსტედი და  აშშ-ის ალიასკის საოლქო პროკურატურის პროკურორის თანაშემწეები ჯონას უოკერი და სტივენ სკროცკი.  საქმესთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გასწია კრიმინალური განყოფილების საერთაშორისო საქმეების ოფისმა.

იუსტიციის დეპარტამენტი მადლობას უხდის ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების სხვადასხვა უწყებას გაწეული  დახმარებისთვის და კორეის რესპუბლიკის უმაღლეს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს.

https://www.justice.gov/opa/pr/justice-department-seeks-forfeiture-more-20-million-assets-relating-unlawful-use-us-financial

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა