„ქართული ოცნებისა“ და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო
„თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს
შეხვედრის მიზანია, მართლმსაჯულების სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ, წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა, .
როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, პარტიას ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რაც „ქართული ოცნების“ პროგრამაშია ასახული.
„დღეს ქვეყანაში არის ისეთი პრობლემა, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და ზოგადად მართლმსაჯულების კრიზისი. მზად ვართ, რომ პრობლემების გადასაჭრელად ყველა ჯანსაღ ძალასთან ვითანამშრომლოთ და დისკუსია გავმართოთ. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრიორიტეტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქნება“ - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა აღნიშნა, მათი მიზანია, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრა, რეკომენდაციების გაზიარება და აღნიშნული რეკომენდაციების იმლემენტაციის ხელშეწყობა.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს უკვე შეხვდნენ. მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც იგეგმება შეხვედრები.

















