logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, persona non grata-ად გამოაცხადოს - რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისი მოსალოდნელი დიპლომატიური იმუნიტეტი
საქართველომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, persona non grata-ად გამოაცხადოს - რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისი მოსალოდნელი დიპლომატიური იმუნიტეტი
13:28 08.05.2020
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა. საქართველომ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა persona non grata-ად გამოაცხადოს - რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისი მოსალოდნელი დიპლომატიური იმუნიტეტი, სამართლებრივ განმარტებას ორგანიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აკეთებს.

„ბუნებრივია, საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის შემდგომი ურთიერთობებისთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი შედეგების და მოლოდინების თვალსაზრისით.

მთავარი შეკითხვა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხო ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ახლავს, შეეხება სამართლებრივ დილემას - აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება, ისარგებლებს თუ არა დიპლომატიური იმუნიტეტით, მოხდება თუ არა მისი დაპატიმრება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა ორი გარემოება: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის აღმასრულებელ ვერტიკალში დაკავებული თანამდებობა ისარგებლებს დიპლომატიური იმუნიტეტით.

მოქმედი წესების თანახმად, დიპლომატიური პასპორტის ფლობა არ ნიშნავს დიპლომატიური იმუნიტეტით სრულად სარგებლობას. არსებობს ორი სახის დიპლომატიური იმუნიტეტი - ფუნქციური და პერსონალური. პერსონალური დიპლომატიური იმუნიტეტის დროს, პირი ვერ გათავისუფლდება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება ფუნქციურ დიპლომატიურ იმუნიტეტს, გათანაბრებულია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა იმუნიტეტთან და შეუზღუდავია. თუ მიხეილ სააკაშვილი ისარგებლებს ფუნქციური დიპლომატიური იმუნიტეტით, საქართველოს საზღვრის კვეთა შეეძლება. მხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობა იქნება საჭირო მის დაკავებაზე და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.

რა სამართლებრივი ბერკეტი რჩება საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისგებაში მიცემული და ძებნილი პირი, იმავდროულად დიპლომატიურ იმუნიტეტის მქონე, საქართველოში არ შემოუშვას.

საქართველოს კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით, ქმედით დათქმებს არ იძლევა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილი ამბობს: თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით (საბოლოოდ, ამ წესებს, ჰააგის სასამართლომდე მივყავართ).

სახელმწიფოს, ასეთ შემთხვევაში, სწრაფი ქმედებისთვის რჩება საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელმძღვანელობა. რეგულაცია მოცემულია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციაში, რომლის მე-9 მუხლი ცალსახად ამბობს: "ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს და თავისი გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის persona non grata ან რომ მისიის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი არ არის მისთვის მისაღები. ნებისმიერ ამგვარ შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო, სათანადო წესით, იწვევს აღნიშნულ პირს ან წყვეტს მისიასთან დაკავშირებულ მის ფუნქციებს. პირი შეიძლება გამოცხადდეს persona non grata ან მიუღებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარყოფს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ პირის მისიის წევრად აღიარებაზე".

საქართველო „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა და დოკუმენტი საქართველოსთვის წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

არ გამოვრიცხავ, საქართველომ მიხეილ სააკაშვილი persona non grata-ად გამოაცხადოს, თუ ის გადაწყვეტს, რომ დიპლომატიური იმუნიტეტით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთოს“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა