logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფრონტერა რისორსი განცხადებას ავრცელებს
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფრონტერა რისორსი განცხადებას ავრცელებს
16:34 29.04.2020
ფრონტერა რისორსი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გასულ კვირას ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ და მათ მიერ დაქირავებულმა იურისტებმა, შეგნებულად გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადებები, იმ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ.

საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დაქირავებული იურისტების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები გამიზნულია შეცდომაში შეყვანისა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების სინამდვილეში არსებული შედეგიდან ყურადღების გადატანისათვის. სამთავრობო მედიისა და ასევე სხვა საშუალებებით ხელისუფლებამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბები, რომელიც განზრახ ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს.

ამ განცხადებებმა და ყალბმა ახალმა ამბებმა გამიზნულად შელახეს ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოში ოცდაოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ინვესტიციები, რაც $ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ დღეებში გავრცელებული ასეთივე ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე ფრონტერას მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია. ამასთანავე, შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა იურისტებმა სწრაფად გამონახეს საშუალება მოეხდინათ კაპიტალიზაცია ამ შეთხზული ამბის შეუფერებელი გავრცელებით და გაეკეთებინათ თავიანთი ბიზნესის რეკლამირება იურიდიულ, სავაჭრო და სოციალურ მედიაში. ეს არა არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფლების იურიდიულმა მრჩევლებმა გაასაჯაროვეს, რომ მათ გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს ( $ 9 მილიონი დოლარი) სახელმწიფო ხაზინიდან, ფრონტერას წინააღმდეგ დაწყებული დავისთვის. ნამდვილად კარგი ბიზნესია.
ამის გამო, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია ფრონტერასა და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ. ფრონტერა კმაყოფილია საარბიტრაჟო საამართლოს გადაწყვეტილების შედეგით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სასტიკი და წარუმატებელი ტაქტიკით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება აუხსნელი მიზეზებით, სისტემატიურად ხელი შეეშალა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ნავთობისა და გაზის სექტორში მიმდინარე სამუშაოებისათვის, მასში დასაქმებული ასობით ქართველ თანამშრომლისათვის, კონტრაქტორებისა თუ სხვა ბიზნესებისათვის.

ამ გამოწვევებით სავსე დროს, რაც საქართველოში COVID-19 ის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობით არის გამოწვეული და საქართველოს უამრავი მოქალაქეს ტანჯავს, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ არ უნდა დავიშუროთ ნებისმიერი მცდელობა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას პანდემიის შემდგომ პერიოდში. ამ კონტექსტში, როგორც კერძო სექტორის ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ფრონტერა კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ, იმ ვალდებულებით, რომ მიეხმაროს ქვეყანას ხელახლა ააშენოს თავისი ეკონომიკა და მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კახეთის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგება.

ახლა, როცა ხელისუფლების მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული იურიდიული სამართალწარმოება დასრულდა, ვიმედოვნებთ რომ გადავერთვებით უფრო კონსტრუქციულ სულისკვეთებაზე. გვჯერა, რომ ნაცვლად ამერიკული ბიზნეს ინტერეების წინააღმდეგ დახარჯული ძვირფასი ფინანსური სახსრებისა ხელისუფლება გამოძებნის გზას, რათა ეს ფინანსური საშუალებები მიმართოს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ხოლო ფრონტერასთან და სხვა მსგავს კომპანიებთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვლავ შემოვიდეს ქვეყანაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა