logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
13:45 22.04.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ქ.თბილისში, ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გიორგი სააკაძის მოედანი №10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ.ქ.-მ პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატად, საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულს, რამაც გამოიწვია სხვისი ქონების დაზიანება და განადგურება. ბ.ქ.-ს ქმედების შედეგად ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა ბ.ქ. 2020 წლის 19 აპრილს დააკავეს. ბ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ბ.ქ. ქმედების განხორციელებისას იმყოფებოდა განზრახი ძალადობრივი დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე, მან დაარღვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა