logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: სუს-ის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას
ლევან ნიკოლეიშვილი: სუს-ის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას
13:24 16.04.2020
„სუს-ის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ანგარიშის მიხედვით, უპირველეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია და რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების აქტივობები.

„დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები და მის წინააღმდეგ უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობა და ღონისძიებებია გაწერილი. დოკუმენტი უდავოდ იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას, მათ შორის მიზანშეწონილად მიმაჩნია რამდენიმე ფაქტს გავუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, საკითხების ჩამონათვალიდან უპირველეს გამოწვევად რუსული ოკუპაცია და რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების აქტივობები რჩება, რომლებიც საფრთხის შემცველია, არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ანგარიშში გვერდს ვერ აუვლიდა ისეთ საკითხს, როგორიც „ჰიბრიდული ომის“ მხარდამჭერი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენა-შემცირება-განეიტრალების მიზნით განხორციელებული სამუშაოა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნიკოლეიშვილი წერს, რომ ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა.

„პრიორიტეტულია, ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. რის დადასტურებაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში გახლავთ, ასევე აღსანიშნავია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა, სადაც მინიმუმამდეა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღიკვეთა ის აქტივობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებში სხვადასხვა დესტრუქციული განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა და, ასევე, გასული წლის 20 ივნისს თბილისში მიმდინარე მოვლენები, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოს.

ხაზგასმულია, გაძლიერებული კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2019 წელს მიმდინარე თანამშრომლობა, მართლაც მისასალმებელია“, - წერს ექსპერტი.

ნიკოლეიშვილის პოსტში მოყვანილია ციტატა ანგარიშიდან, სადაც ლუგარის ცენტრის მნიშვნელობაზეა საუბარი და დასძენს, რომ ლუგარის ცენტრზე შეტევა ჯერ კიდევ შარშან რუსეთის მედიასაშუალებებით დაიწყო.

„...და კიდევ ერთი ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხი: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“. მინდა შეგახსენოთ, რომ ლუგარის ცენტრზე შეტევა ჯერ კიდევ შარშან რუსეთის მედიასაშუალებებით დაიწყო, რა სახის ეჭვები და ვარაუდები არ გამოითქვა ამ ცენტრის საქმიანობის შესახებ, ამუშავდა საინფორმაციო ომის მანქანა... მაშინ საქართველომ მკაფიო პასუხი გასცა ამ ერთგვარ პროვოკაციას და უფრო მეტი ტრანსპარენტულობის მიზნით „ლუგარში“ გაცნობითი ხასიათის ვიზიტიც კი შესთავაზა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს... თურმე ჯერ სად ვართ, „ლუგარზე“ შეტევის მეორე ფაზა აგერ სააკაშვილმა გააგრძელა, როდესაც ჩვეული ვითომ აბნეულ-დაბნეული, სინამდვილეში კი სრულიად შეგნებული სისულელეები ილაპარაკა ლუგარის ცენტრზე, თუ როგორ ჩაატარა „აფერა“, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს კვლევითი ცენტრი და ასე შემდეგ. მესამე ფაზა კი უკვე ზოგიერთმა ე.წ. ოპოზიციურმა პარტიამ თუ ვითომ მედიასაშუალებამ გააგრძელა, როდესაც არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისა თუ მათი ცნობილი უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმებისა და სპეციალისტების საქმიანობა.... მგონი, დიდი ფიქრი არ არის საჭირო, გავერკვეთ, ვინ ვის ემსახურება და ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პარლამენტს წარედგინა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა