logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება
11:34 10.04.2020
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.

ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება. საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. თუმცა, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლიც.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა, ასევე სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.

24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობს საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006. უფასო, ანონიმურ ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა.

მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებს 112-ის ცხელი ხაზიც. 112-თან დასაკავშირებლად შესაძლებელია მობილური აპლიკაციის (112 Georgia) გამოყენებაც.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით უწყვეტ განაგრძობს უფასო იურიდიული და ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდებას. მხარდაჭერის ნუსხას, ახლო მომავალში დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციების სერვისებიც.

ოჯახში ძალადობის მონაცემების უფრო დეტალურად შეფასების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ამჟამად სპეციალურ მეთოდოლოგიაზე მუშაობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილეები, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, რელევანტური სამთავრობო უწყებების, საერთაშორსო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. კომისია გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას მათი აღმოფხვრის მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა