logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლია ლემონჯავა: იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა, შეჩერებულია მოძრავი ნივთების დაყადაღების პროცესიც
ლია ლემონჯავა: იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა, შეჩერებულია მოძრავი ნივთების დაყადაღების პროცესიც
17:33 09.04.2020
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 6 აპრილის ბრძანებით, რომლის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგება მოახდინოს, ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოებას მიეწოდოს მინისტრის ბრძანების თაობაზე სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს არიდებული არაკომპეტენტური განმარტებები ან პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოწყვლადი ჯგუფების გაღიზიანება და ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ლია ლემონჯავა აკეთებს.

ლია ლემონჯავას განცხადებით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, რაც გულისხმობს აებ-ის სერვისების ელექტრონულ ფორმით მიწოდებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, რომელიც აღნიშნული ბრძანების თანახმად მოწესრიგდა, არის ე.წ „გამოსახლებები“ და ცალსახად უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე არ განხორციელდება მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა.

კრედიტორს/განმცხადებელს მხოლოდ მიენიჭა უფლება გამოსახლების მოთხოვნით დაარეგისტრიროს განცხადება და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება, რაც, რასაკვირველია, ნამდვილი მესაკუთრის უფლებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია ამ უფლების ერთგვარ შეზღუდვაში გულისხმობს. კერძოდ, არ განახორციელოს აღსრულება. ჩაერიოს აღსრულების პროცესში და არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეაჩეროს უძრავი ქონებიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირების გაყვანა. ამიტომაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისთვის გაფრთხილების წერილი იგზავნება მასში იძულებით გამოსახლების შესახებ კონკრეტული თარიღისა და დროის მითითების გარეშე.

ამასთან, გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება/გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. ბრძანების თანახმად, შეჩერებას დაექვემდებარება მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევისა და კრედიტორისთვის გადაცემის პროცესიც.

გამოსახელბის კატეგორიის საქმეების გარდა, რეგულაციები გავრცელდა მთელ რიგ ღონისძებებზე, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში. ბრძანების თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

აღსანიშნავია, რომ კრედიტორს/განმცხადებელს უფლება ექნება სააღსრულებო წარმოება დაიწყოს ასრრულებას დაქვემდებარებული აქტების დედნის გარეშეც. რაც მთავარია მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ელექტრონული სისტემით და აღსრულების შესახებ კანონით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინონ მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან/და info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საგულისხმოა, რომ ამით განმცხადებელს არ ეხსნება შემდგომში დედნის წარდგენის ვალდებულება, დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 10-სამუშაო დღის ფარგლებში.

ბრძანება, ასევე განსაზღვრავს, კერძო აღმასრულებელთან კომუნიკაციის ფორმასა და წესს. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე. კერძო აღმასრულებელსა და სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა, ასევე განხორციელდება ელექტრონულად, ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (კერძო აღმასრულებელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეჩერდება დაყადაღების პროცესი იმ ნივთებზე, რომლებიც განთავსებულია საცხოვრებელ სადგომშიც. ასევე, შეჩერდება/გადაიდება ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ მიიღოს ან/და არ შეასრულოს მოთხოვნა ფაქტის კონსტატაციის შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა