logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახაბერ საბანაძე: საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის
კახაბერ საბანაძე: საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის
10:26 08.04.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის" ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე, საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე.

ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის, ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები", - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით.

„მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა