logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანი: პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება
თეა წულუკიანი: პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება
15:08 06.04.2020
პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

თეა წულუკიანის განცხადებით, N9 პენიტენციური დაწესებულების ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.

„რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა