logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ჩვენ დავიცავთ ყველა დასაქმებულს, რომელსაც აიძულებენ სამსახურში გამოცხადებას და თვითიზოლაციის წესების დარღვევას
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ჩვენ დავიცავთ ყველა დასაქმებულს, რომელსაც აიძულებენ სამსახურში გამოცხადებას და თვითიზოლაციის წესების დარღვევას
15:56 14.03.2020
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მზად არის განახორციელოს ადვოკატირება ყველა დამსაქმებლი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებულების მიმართ ახდენს ნებისმიერი სახის ზემოქმედებას და ქმნის ვითარებას, რომ დასაქმებულებმა დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები და გამოცხადნენ სამსახურში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს ყველა დასაქმებულს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აღმოჩნდა დამსაქმებლის მხრიდან ასეთი მოთხოვნის ქვეშ, მოახდინოს ორგანიზაციასთან კომუნიკაცია. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ორგანიზაცია მიმართავს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და შეახსენებს დასაქმებულთა უფლებებს, რომლის თანახმადაც, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დასაქმებულების მხრიდან დამსაქმებელი ორგანიზაციების მიმართ, თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მითითებით, სამსახურში გამოცხადებაზე უარი არ შეიძლება გახდეს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. არც შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის წინაპირობა. ორგანიზაცია მზად არის შეისწავლოს თითოეული ასეთი შემთხვევა და მისცეს მას სამართლებრივი მსვლელობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს საქართველოში, მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, დაიცვან დასაქმებულთა უფლებები.

ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და ეუბნებიან, რომ სამსახურში გავიდნენ. „ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გამოდი სამსახურში. თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს თუ გააგრძელებენ თვიიზოლაციაში ყოფი პირების იძულებას, მე დავასახელებ, “- განაცხადა პაატა იმნაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა