logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი შოთაძემ თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორები წარადგინა
ირაკლი შოთაძემ თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორები წარადგინა
15:58 12.03.2020
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თბილისის პროკურატურის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს თბილისის პროკურორი ლევან გეგეჭკორი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე წარუდგინა. ლევან გეგეჭკორს და შოთა კვაჭანტირაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბოლოს ლევან გეგეჭკორი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შოთა კვაჭანტირაძე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იყო.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, რაც დამატებით სტიმულს წარმოადგენს.

მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებთან პროკურორებისა და გამომძიებლების რანგირების სისტემის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს პროკურატურის ორგანოებში კარიერული განვითარების დაგეგმვას და გამჭვირვალე და და კონკურენტული ანაზღაურების სისტემის შექმნას.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებთან სწორი და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა დიდი ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა