შინაგან საქმეთა სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დავით ხაჩატურიანი დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ხაჩატურიანმა თეთრიწყაროში, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ოფისის ღობის გარკვეული ნაწილი დააზიანა და ოფისში მყოფ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ხაჩატურიანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება. სასამართლომ ხაჩატურიანს 60 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და თეთრიწყაროს შტაბის ხელმძღვანელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ხაჩატურიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
მათივე ინფორმაციით, ხაჩატურიანი ოფისში მუშაობის პროცესში შეიჭრა, ოფისის ქონება დააზიანა და შტაბის წევრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

















