ქუთაისში, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქტივისტი გელა გოშაძე დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს,
გელა გოშაძის დაკავების ზუსტი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ და მას ახლა არკვევენ.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ჯერჯერობით უცნობია აგრეთვე გოშაძის დაკავების მიზეზი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, გოშაძე „ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული.
დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

















