logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სამ ბრალდებულს დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სამ ბრალდებულს დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
12:52 06.03.2020
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა ბრალდებულმა - კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა დანაშაული აღიარა-განცხადებას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ სხდომაზე მათ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა თითოეულს 2000 ლარის ოდენობით.

პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გახდა აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საფუძველი.

„20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს ბრალი წარედგინა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ხოლო 1 პირს ასევე მისი ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უკვე ცამეტ ადამიანს გაუფორმდა შეთანხმება“-აღნიშნა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თორნიკე დათაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს საპროცესო შეთანხმება 4 მარტს გაუფორმდა.

20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური მოქმედების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

დღეის მდგომარეობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულია 2 პირის - ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის მიმართ"-ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა