logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატომ ჩამიცხრილე ოჯახი? მიცვალებულის შურისძიება დაწყებულია - ღია წერილი გიორგი რურუას
რატომ ჩამიცხრილე ოჯახი? მიცვალებულის შურისძიება დაწყებულია - ღია წერილი გიორგი რურუას
13:07 04.03.2020
1992 წელს სასტიკად მოკლული ძმები თორაძეების და, თამუნა თორაძე გიორგი (ჟორიკა) რურუას სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს და სთხოვს მისი ორი გაუჩინარებული ძმის ადგილსამყოფელის დასახელებას:

„დრომ და სიჩუმემ შურისძიების ცეცხლი ვერ გამინელა...დიდი ხანია ყურადღებით გაკვირდები შენ და შენს „ბოროტ“ ყოფილ მეგობრებს. „ვტკბები“ თქვენი უღმერთობით. არადა „ქრისტეს მეომრად შერაცხულ“ მკვლელს უნდა ესმოდეს,რომ ღმერთის ხელი სადაც არ ურევია ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება... სატანას არ უყვარს, დროში გაწელილი მეგობრობა... ალბათ ხვდები, რომ შენს ნაცების დროინდელ თამაშს, დღეს ოცნების „ვარსკვლავბიჭუნები“ თამაშობენ? როგორ გაგწირეს „მეგობრებმა“? მიგატოვეს ზარალამ, ლერიმ, ტილიკებმა, მუსტაფებმა...

მაგრამ იცოდე მე არასდროს მიგატოვებ! უნდა თქვა სად წაიყვანე ზაზა და პაატა თუ გინდა, რომ თავი დაგანებო. ისე შეგაწუხებენ შენს მიერ არაკაცურად ჩახოცილი ბიჭების აჩრდილები, რომ სურვილი დაგახრჩობს მოჰყვე, რატომ ჩამიცხრილე ოჯახი! საზოგადოება ინტერესით მოისმენს შენს „აღსარებას“ და შეიძლება შენ სინანულის გრძნობა გეწვიოს და საზოგადოებამ „ცოტათი“ შეგიბრალოს... იმედია გადაწყვეტილებას დროულად მიიღებ. სანამ შენი „ერთგული ძმაკაცები“ მოგიშორებენ! მე გადაგეფარები იცოდე შენ დიდხანს უნდა იცოცხლო და ის დაინახო, რაც უნდა დაინახო!!!

გაგახსენებ „მებრძოლო ვაჟკაცო“ მტერიც კი აბრუნებს მკვდარ მტერს! ქრისტიანი ხარ როგორც ამბობ! შენი ქრისტიანული ვალია ჩემი ნაწამები, მოკლული ძმების ცხედრები დამიბრუნო. სადაც გინდა იქ წაიღე ეს წერილი და რაც გინდა ის უქენი! იცოდე რომ მე სულ შენთან ვარ! წამით არ გტოვებ! შენი და „ბოროტების“ ხროვას, თქვენს მიერ უმოწყალოდ ამოხოცილი ჩემი ოჯახის შვიდი წევრის აჩრდილები გითვალთვალებენ... მიცვალებულების შურისძიება დაწყებულია... შენ კი აღსარებამდე ცოტა დრო დაგრჩა MEMENTO MORI ჟორიკ!“ - წერს თამარ თორაძე.

შემზარავი ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა. თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ და როგორც ამბობენ, მხედრიონს დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს მხედრიონმა ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს. ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა. ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.


http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=4&id_artc=89532


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა