logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველოში “სასამართლოს დამოუკიდებლობის” მაჩვენებელი გაუმჯობესდა
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველოში “სასამართლოს დამოუკიდებლობის” მაჩვენებელი გაუმჯობესდა
11:18 26.02.2020
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი -ევროპა 2019“ მიხედვით საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100 ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი. საქართველო რეიტინგით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის მიხედვით. კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი რომ საქართველო არა მხოლოდ პირველ ადგილზეა ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში, არამედ ლიდერია ეკონომიკის თავისუფლების გაუმჯობესების მიხედვითაც.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 2019 წელს ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის 1 პუნქტიანი გაუმჯობესება შეძლო, ნახევარ პუნქტიან გაუმჯობესება კი მხოლოდ ორ ქვეყანამ (იტალია, სომხეთი) მოახერხა.

კვლევაში, გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხს, რომელიც ანგარიშის თანახმად ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

გამოყოფილია კორუფციის საკითხიც, ნათქვამია რომ საქართველო, როგორც მინიმუმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 1/3-ს მაინც უსწრებს კორუფციის სიმცირით. ისტორიულ მაქსიმუმზეა კერძო საკუთრების დაცულობის მაჩვენებელიც.

კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროპაში 29-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთს და ბულგარეთს. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველოში “სასამართლოს დამოუკიდებლობის” მაჩვენებელიც გაუმჯობესდა. საქართველო ამ ინდიკატორით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის ოთხ, ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოს. კვლევის თანახმად საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში , ბულგარეთში და ა.შ. საქართველო ლიდერია კავკასიაში და რუმინეთთან ერთად (თანაბარი ქულით) პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში. ამასთან საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

შედარებისათვის, 2012 წელს საქართველო „თავისუფლების ბარომეტრის“ მიხედვით ევროპაში 39-ე ადგილზე იყო. დღეისათვის ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია 12 ადგილითაა გაუმჯობესებული 2012 წელთან შედარებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა