logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არასრულწლოვანი გოგონას გატაცებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
არასრულწლოვანი გოგონას გატაცებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
11:28 25.02.2020
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტის შესახებ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან. ასევე, შესაბამის უწყებებთან, რათა ყველა ღონისძიება გატარდეს მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. აღიშნულ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გოგოსა და მისი ოჯახის ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი განათლების გაგრძელებას გეგმავს.

"აღნიშნულმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების ადგილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა უწყებებს შორის დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ადგილზე სერვისების მიწოდება, რაც რიგ შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღწეული"-აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ეტაპზე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანობის აღდგენის, ასევე მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის"-აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობას, კოორდინაციის და ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჩართვა სახელმწიფო სერვისებში, დაიცვან მისი საუკეთესო ინტერესები და ყველანაირი ძალისხმევა მიმართონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მედიასაშუალებების მხრიდან საკითხის გაშუქებისას წამყვანი იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა