პოლიტიკური პლატფორმა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა
ხაზარაძის განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად არ თვლის, თუმცა, თუ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ისევე შეაბრუნებენ საპატიმროში, უკვე გახდება პოლიტპატიმარი.
„ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტპატიმარი იმის შემდეგ თუ მას ეხლა თავიდან შეაბრუნებენ საპყრობილეში, მანამდე მე არ ვთვლი, რომ პოლიტპატიმარი იყო“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 6 წლის 9 თვის შემდეგ საპატიმრო გუშინ დატოვა.

















