logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია
გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია
14:40 21.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ. ბინა, აგრეთვე, გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2018 წელს დაღუპული პოლიციელის მურად (ბუტა) ანთაძის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ ინსპექტორებსა და დაღუპული პოლიციელის მეუღლეს გასაღებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გადასცეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბინების გასაღებების გადაცემისას პოლიციელებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა სიმშვიდე, სიწყნარე და სამართლიანობის შეგრძნება, რასაც სწორედ ისინი უზრუნველყოფენ. მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდი განვითარება პოლიციელებზე დგას.

„ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს დღეს შესაძლებლობა მოგმართოთ თქვენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიციაზე საუბარი იმაზე ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში პოლიციელებს უნდა ესმოდეთ - ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. არაერთხელ მითქვამს ეს და ბევრჯერ, როდესაც მექნება შესაძლებლობა, ამას ყოველთვის გავიმეორებ. წარმატება არ იქნება მიღწევადი არც ერთ სფეროში, განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და ტურიზმით გაგრძელებული და კიდევ ბევრი მიმართულებით, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და, რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონებო, ამას უზრუნველყოფთ თქვენ,“ - მიმართა მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც ეს ბუტა ანთაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ის, რაც პატრულ-ინსპექტორებმა, ოთარ თავართქილაძემ და ავთანდილ მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო და იქნება.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც გააკეთა ეს ბუტა ანთაძემ. ძალიან კარგად გვახსოვს ის დღე, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ჩვენ მაშინ, ვისაც შეგვეძლო, ემოციურად ყველანი ვიყავით ბუტას გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ და ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ეს, ვიყოთ მისი ოჯახისა და შვილების გვერდით. მე მახსოვს ემოციური შეხვედრები რომელიც ჩვენ გვქონდა, ის პერიპეტიები, რომელიც საგამოძიებო პროცესში გამოვიარეთ და ის დაპირებები, რომელიც ჩვენ გავეცით. მერწმუნეთ, ჩვენ ამას ყველაფერს შევასრულებთ. პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად, აგრეთვე, მისი ოჯახისა და მისი შვილების წინაშე.

ხოლო ის, რაც პატრულ-ინსპექტორებმა, თავართქილაძემ და მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის ის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო, იქნება, მაგრამ რომელსაც სჭირდება ღირსეული და შესაბამისი დაფასება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი. აგრეთვე, მთავრობის მეთაურის განცხადებით, პოლიციელს სჭირდება ჩვეულებრივი მოქალაქის მხარდაჭერა და გვერდში დგომა და პოლიციასთან თანამშრომლობა არის სამოქალაქო ვალდებულება, რითიც ქვეყანას ვემსახურებით. პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე, რიგით პოლიციელებს იმ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის, რასაც ყოველდღე ემსახურებიან.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა და ამ ახალგაზრდა ბავშვების ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ბუტას ბიჭიც რომ გაიზრდება, მისი პირველი ოცნება იქნება პოლიციელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. მადლობას გიხდით თქვენ, ბუტას ოჯახს. ვუსურვებ პოლიციის რიგებს და საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ღირსეული პოლიციელი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ჰყავდეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

პატრულ-ინსპექტორები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის" დაჯილდოვდნენ; აღნიშნული მედლით სიკვდილის შემდეგ, ასევე, დაჯილდოვდა მურად (ბუტა) ანთაძე. მედალი - "მამაცობისთვის" მის შვილებს გადაეცათ.

მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის”, აგრეთვე, დაჯილდოვდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა