logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თამარ კიკაჩეიშვილი ბოსტონის უნივერსიტეტისთვის დაფინანსებას ისევ სასამართლოს ძალით მოითხოვს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თამარ კიკაჩეიშვილი ბოსტონის უნივერსიტეტისთვის დაფინანსებას ისევ სასამართლოს ძალით მოითხოვს
17:00 12.02.2020
მიმდინარე წლის 13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის თავმჯდომარეობით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსანტ თამარ კიკაჩეიშვილის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსების მიზნით.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ თამარ კიკაჩეიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციის სასამართლოში პირწმინდად მოიგო. სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მისი აღსრულების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა თამარ კიკაჩეიშვილი განმეორებით მიიწვია კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე. თამარ კიკაჩეიშვილის მოთხოვნით, მოხდა გასაუბრების მთელი პროცესის აუდიო-დაოქმება და გასაუბრება აპლიკანტმა წარმატებით დაასრულა, თუმცა მიღებული საბოლოო შედეგის (54,3 ქულა) საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, მან ვერ დააგროვა დაფინანსებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა. მიღებული გადაწყვეტილება დაეფუძნა ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის და კომისიის რამდენიმე წევრის პირად შეხედულებას, რაც გამოწვეული გახდა თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობით და მის წინაშე არსებულ პრობლემაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საკითხის გასაჯაროვების გამო. ცენტრმა მიღებული გადაწყვეტილებით აპლიკანტი ისევ დასაჯა. ორგანიზაციის მიმართ გამოგზავნილ წერილში მიღებული გადაწყვეტილება განმარტებულია, როგორც „დისკრეციული უფლებამოსილების“ ფარგლებში მიღებული აქტი, რაც იმ პირობებში, რაზეც იმსჯელა სასამართლოებმა, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ნინო ჭელიძის პირადი ანგარიშსწორების შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილს ისევ უარი ეთქვა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება ნინო ჭელიძის პირად, შურისძიებით და სიძულვილით მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასა და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ახალი დავა დაიწყო. იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე, გასაუბრების ეტაპზე, რომელიც მხოლოდ ფორმალურ მხარეს წარმოადგენს კონკურსანტთან ურთიერთობაში, დაფინანსების გაცემაზე უარი სრულიად შოკისმომგვრელი და სასამართლოს გადაწყვეტილების აშკარა უპატივცემულობა აღმოჩნდა.

თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებები აღიდგინა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა კი აპლიკანტი ისევ დაჩაგრა.

ცნობისთვის: თამარ კიკაჩეიშვილმა ბოსტონის უნივერსიტეტმა კვლავ მიიღო საგამონაკლისო დაშვება, მას გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2020-2021 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მხარემ ახალი სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა