logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე: რა პოზიციაც 2013 წელს ჰქონდა პროკურატურას, ერთი დღითაც არ შეუცვლია
მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე: რა პოზიციაც 2013 წელს ჰქონდა პროკურატურას, ერთი დღითაც არ შეუცვლია
22:46 11.02.2020
„ამ საქმეზე პროკურატურა პირველივე დღიდან დაობდა და ითხოვდა კვალიფიკაციის დამოწმებას სასამართლოსგან, რომ აქ გვქონდა საქმე გაფლანგვასთან, რა პოზიციაც 2013 წელს ჰქონდა პროკურატურას, ერთი დღითაც არ შეუცვლია“,- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპონენტების იმ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ერთსა და იმავე საქმეზე უწევს სასჯელის მოხდა.

„როდესაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს გაფლანგვაზე, საქმე წავიდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც პროკურატურის ეს მოთხოვნა არ გაიზიარა და 333 მუხლით დააყენა განაჩენი. ეს გაასაჩივრა მაშინ პროკურატურამ, თუმცა, პროკურატურის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ერთი წელი და 3 თვე საკმარისია ამ დანაშაულის ჩადენისთვის. ამის შემდეგ, პროკურატურა ბოლომდე მიყვა ამ საქმეს, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ამ შემთხვევაში, უკვე უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი სანქციის მიხედვით, მიუსაჯა 9 წელი, შემდეგ, ამნისტიებით ჩამოაკლო, დარჩა 4 წელი და 5 თვე და იქიდან 1 წელი და 3 თვე იმ საქმიდან, მაშინ რაც ჰქონდა მოხდილი, ამ 4 წელიწადში და 5 თვეში ჩაუთვალა და მოსახდელი დარჩა სამი წელი და 2 თვე მოსახდელი“,- განმარტა ვიცე-სპიკერმა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპონენტების კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა. მისი შეფასებით, ეს სპეკულაციური განცხადება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიხსენა გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

"ამ საქმის მსგავსად, პირველმა ინსტანციამ არ გაიზიარა ეს პოზიცია პროკურატურის, არ გაიზიარა არც მეორე ინსტანციამ, მიუსაჯეს მხოლოდ ჯარიმა, გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ და მიუსაჯა 5 წელი. ანუ, 2014-2015 წლებში, უზენაესმა სასამართლომ შეაბრუნა ბრალდებული ციხეში. ასეთი პრეცენდენტი თურმე ყოფილა და აბსოლუტურად სპეკულაციურია. საუბარია, 48 მილიონის გაფლანგვაზე, ეს ფული ნამდვილად გაფლანგა და აქ არგუმენტები არ აქვთ, არ შევდივართო სამართლებრივ დეტალებშიო. თუ რამე გასასაჩივრებელი აქვთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და მიიღებენ პასუხს. რადგან ისინი მხოლოდ პროცედურულ საკითხზე საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უნდათ საზოგადოების მოტყუება და აქ საზოგადოების მოტყუება არ გამოვა. ნამდვილად არავის არ უხარია ადამიანის დაჭერა, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ სპეკულაციას და დაბრალებას ვერავის ვაპატიებთ ამ შემთხვევაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა